четверг, 21 ноября 2013 г.

სასკოლო პროექტი ინოვაციური ბიბლიოთეკა


                                   
                                           ძირითადი იდეა

         საზოგადოებაში პროგრესთან ერთად  ყოველთვისაა  შიში  სიახლის მიმართ. მაგალითად მშობლები  და  პედაგოგები  შიშით  უყურებენ იმას  (ნაწილობრივ სამართლიანადაც ),   რომ ბავშვების  უმრავლესობა წიგნებს  და  სწავლას  კომპიუტერს  ამჯობინებს.
        რა მოხდება   თუ    ამ   „ საშიშროებას “ ,    სწორედ   „ საშიშროებით “  გამოწვეული პრობლემის  გადასაჭრელად   გამოვიყენებთ.
                                
                                პროექტის აქტუალურობა                             
       თანამედროვე  სკოლის  ძირითადი  პრობლემაა, ის რომ ბავშვები ნაკლებად კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას და ზოგადად წიგნებს. დაბალია წიგნიერების დონე. პედაგოგების უმრავლესობის აზრით, ამაში დამნაშავეა თანამედროვეობის ისეთი საშუალებები, როგორიცაა: ტელევიზორი,  კომპიუტერი,  პლანშეტი,  სმარტფონი, ინტერნეტი და ა.შ.  მეორეს მხრივ არავინ დაობს იმაზე, რომ წიგნის და ზოგადად კითხვა აუცილებელია პიროვნების ფორმირებისათვის, ჰარმონიული განვითრებისათვის.    
    სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიუხედავად , მაინც არ არის საკმარისად ჩამოყალიბებული სასწავლო გარემო,  პრობლემატურია  საკლასო ოთახში  კონცენტრირებული ერთფეროვანი   გაკვეთილები, რომლებიც ნაკლებადაა მორგებული მოსწავლეთა ინტერესებზე.  აუცილებელია მოიძებნოს კომპრომისი მოსწავლეთა გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ ინტერესებს შორის.
         სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტას შეეხება ჩვენი სასკოლო პროექტი.

                                    პროექტის   მიზანი:

  • მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის გაღვივება და პოპულარიზაცია.
  •  შემოქმედებითი უნარების განვითარება.
  • თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების შესწავლა.
  • თანამშრომლობითი, ჯგუფთან მუშაობის უნარების განვითარება.
  • კონსტრუქტივისტული  სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება. 



                     მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა  
   სასკოლო ბიბლიოთეკის ბეჭდური წიგნების პარალელურად, მოსწავლეებს შევთავაზეთ ისეთი მოწყობილობა, როგორიცაა ელექტრონული წამკითხველი- რიდერი, (პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა რამდენიმე რიდერი) რომელიც თანამედროვეა, ძალიან გავს მათთვის საყვარელ ელექტრონულ მოწყობილობებს და რომლის ძირითადი დანიშნულებაა წიგნის კითხვა.
        ელექტრონული წიგნები, რომლებიც წამკითხველშია ჩატვირთული, შესაძლებელია დამზადებულ იქნას სპეციალური კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით, ინტერნეტში ლეგალურად  მოპოვებული ტექსტებით,  რომლთა გაზიარება და გაცვლა მარტივია ინტერნეტის საშუალებით; მითუმეტეს ბავშვებს ძალიან უყვართ ინტერნეტით ერთმანეთთან ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა, სოციალური ქსელების გამოყენება. შესაბამისად ვიფიქრეთ მოსწავლეთა მონაწილეობით შეგვექმნა ელექტრონული წიგნების ბანკი და  ისეთი კონსტრუქტივისტული, შემოქმედებითი გარემო,  სადაც მოსწავლეები მათთვის საყვარელი კომპიუტერებით, ინტერნეტ სივრცეში მოპოვებულ  მასალებს გარდაქმნიან ელექტრონულ წიგნებად და  შემდეგ ინტერნეტის მეშვეობით, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით, ათავსებენ საერთო საცავში და უზიარებენ ერთმანეთს.

   სწავლის პროცესში  მნიშვნელოვანია  ცოდნის  მიმღების  (მოსწავლის)  აქტიურობა,  პროცესში ჩართულობა,   არჩევანის თავისუფლება,  პროცესის   ინტერაქტიურობა .     განათლების ასეთი მოდელის დანერგვის საუკეთესო საშულებაა  კომპიუტერი,  ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია როგორც  პროცესი, ასევე  შედეგი.  პროცესი იმდენად, რამდენადაც ეს ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ფაქტობრივად   ცოდნის შეძენა ხდება კონსტრუირებით,  კეთებით. ეს ხელს უწყობს    წიგნიერების  დაბალი   დონის    დაძლევას  მოსწავლეებისთვის ისეთი სიახლის შეთავაზებით, როგორიცაა  ელექტრონული წამკითხველები, რომლებშიც ჩატვირთული წიგნების დიდი ნაწილი თავად მოსწავლეების მიერაა დამზადებული. პროცესში მონაწილეობა მოსწავლეებში აჩენს თანამონაწილეობის განცდას, რაც განაპირობებს კითხვით დაინტერესებას ისეთი მოსწავლეებისაც კი ვინც მანამდე საერთოდ არ კითხულობდა.
     სკოლაში შექმნილია „წიგნისადა კომპიუტერის მოყვარულთა კლუბი“, სადაც გაწევრიანებულია 7-12 კლასის მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა, რომლნიც თავად ქმნიან ელექტრონულ რესურს.  მოსწავლეებს მუშაობა შეუძლიათ, როგორც  სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ასევე სახლში დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით.   
    ელექტრონული ბიბლიოთეკის  შესაქმნელად გამოვიყენეთ    ღრუბლოვანი ტექნოლოგიები     კერძოდ,  SkyDrive , ინტერნეტში შექმნილია  საერთო  საცავი, გაზიარებული  საქაღალდე,   სადაც  განთავსებულია, ღია რესურსების (მაგალითად    როგორიცაა   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  ციფრული კოლექცია  )      გამოყენებით  მოსწავლეების  მიერ  მოპოვებული   და  სპეციალური პროგრამით  დამუშავებული  მასალა.  ( ელექტრონული წიგნები სხვადასხვა  ფორმატში:  როგორიცაა: epub,  mobi,  Pdf  და ა.შ,)     მოსწავლეების მიერ საავტორო უფლებების დაცვით მოპოვებული, გადამუშავებული   ელ . წიგნები   შემოწმების შემდეგ იტვირთება  საერთო საქაღალდეში.  საიდანაც  წიგნების გადატანა ხდება  როგორც სკოლის ბიბლიოთეკის  ელ. წამკითხველებში რიდერებში, ასევე  სურვილის  და საჭიროების შესაბამისად  მოსწავლეთა რიდერებსა  თუ  პლანშეტებში.  დამუშავებული ელ . წიგნები მოიცავს როგორც მხატვრულ ლიტერატურას,  ასევე კონკრეტულ სასწავლო მასალას. მოსწავლეების დამზდებულ ელექტრონულ წიგნებს დამხმარე მასალად იყენებ გაკვეთილზე, შინ და    კლასგარეშე მუშაობის დროს. ამავდროულად მოპოვებული მასალა მომავალშიც ხელმისაწვდომია. ეს არის სასწავლო პროცესის განუყრელი ნაწილი,  ერთის  მხრივ     მოსწავლეები  შემოქმედებითად   ამდიდრებენ    სკოლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას,   ამავდროულად  თავადაც იძენენ ცოდნას  პროცესში მონაწილეობით.  
       კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლაში პერიოდულად, კვირის განსაზღვრულ დღეებში, იმართება საჯარო კითხვის დღეები სხვადასხვა ფორმატით: შეწყვეტილი კითხვა, პაუზებით კითხვა, და ა. შ.  მოსწავლეები კითხულობენ თავიანთი სურვილით არჩეულ ნაწარმოებებს, მსჯელობენ, მართავენ დისკუსიებს, გამოთქვამენ საკუთარ აზრს, ხდება მწერლების ბიოგრაფიის და შემოქმედების გაცნობა -  წარდგენა.
    პარალელურად მიმდინარეობს ელ. წამკითხველების  და საზოგადოდ კითხვის პოპულარიზაცია.  რის შედეგადაც ბევრ მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს გაუჩნდა სურვილი თავადაც შეეძინათ რიდერები.
        მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ  ელ. წამკითხველები ბეჭდური წიგნების მსგავსად გაიტანონ სკოლის ბიბლიოთეკიდან. 
                                      შედეგი   
        თუ კლასიკურ შემთხვევაში  ბევრ  მოსწავლეს სტანდარტული წიგნის კითხვა აგონებს ტრადიციულ გაკვეთილების მომზადებას, რუტინულ რეჟიმს, ელ. წამკითხველი, რომელიც ძალიან გავს მის საყვარელ  ტელეფონს,  სმარტფონს ,  კომპიუტერს - მისთვის მისაღები ხდება.
         ამ ინოვაციით, ერთის მხრივ სკოლაში ყალიბდება კონსტრუქტივისტული, შემოქმედებითი სასწავლო გარემო, თანდათან იზრდება წიგნის მოყვარულ მოსწავლეთა   რიცხვი,  მოსწავლეები ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს; მეორეს მხრივ მდიდრდება სკოლის ბიბლიოთეკა ელ. წიგნებით და რაც მთავარია ბავშვებში,  სასკოლო საზოგადოებაში კითხვა გახდა პოპულარული.
   
      გაიზარდა წიგნის მკითხველი მოსწავლეების რიცხვი.  მოსწავლემ, რომელიც მიეჩვია კითხვას წამკითხველში, პლანშეტში და სხვა მოწყობილობებში, თანდათან ბეჭდური წიგნის კითხვაც დაიწყო.
   საინტერესოა, რომ ინტერნეტ სივრცეში,  სოციალური ქსელების საშუალებით მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები  ერთმანეთს უზიარებენ ბმულებს, რომლების ელექტრონულ წიგნებს და ზოგადად წიგნებს შეეხება.
      ვფიქრობთ, რომ  ყალიბდება ახალი სასკოლო კულტურა; სასწავლო პროცესი სცდება საკლასო ოთახს;  ინერგება დისტანციური სწავლების  ელემენტები.
                                             დასკვნა   
    ბუნებრივია იდეალური „რეცეპტი“ არ არსებობს. ჩვენ შევეცადეთ გადმოგვეცა ის მეთოდი, რომელიც მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით გამოვიყენეთ.  ვფიქრობთ, რომ ამ  ბოლო დროს თითქმის ბანალურად ქცეული პრობლემის „წიგნი თუ კომპიუტერი“  და ზოგადად კითხვის პრობლემის   გადაწყვეტა მხოლოდ   თანამედროვე  მეთოდებით, XXI საუკუნის ბავშვისათვის მისაღები ფორმითაა შესაძლებელი. და საერთოდ   უმჯობესი  იქნებოდა გვეთქვა  „წიგნიც და კომპიუტერიც“.
        ჩვენის აზრით მთავარია მოსწავლე მიეჩვიოს კითხვას და არა აქვს მნიშვნელობა თუ რა  საშულებას  ირჩევს ამისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:

·         ეროვნული  სასწავლო  გეგმა  თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
·         განვითარებისა  და სწავლების თეორიები  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2008 წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий