დისტანციური სწავლების სისტემა

        Google classroom-ის და  google Drive-ს   გამოყენება  სასწავლო პროცესში                    იხილეთ პრეზენტაცია   

  ყოველთვის როცა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას ვაპირებთ, ვდგებით რამდენიმე პრობლემის წინაშე მაგალითად:  რომელი პროგრამა გამოვიყენო,  ინფორმაციის რომელ მატარებელზე ჩავწერო,  როგორ გავუგზავნო მოსწავლეებს მასალები. როგორ გავასწორო, მოესწრება თუ არა დროში და ა.შ.  რა თქმა უნდა სიტუაციის მიხედვით.  ამ პრობლემების  კომპლექსური გადაწყვეტის ერთერთი გზაა სწორედ  დისტანციური სწავლების სისტემის   Google Classroom-ის დანერგვაა,  მასში ინტეგრირებულ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ    Google Drive-თან ერთად. 
       სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს:
  •    შევქმნათ მრავალფეროვანი, ტექსტური თუ მულტიმედიური დავალებები  რომელ მოწყობილობაზეც  გვინდა (კომპიუტერზე, პლანშეტზე, სმარტფონზე). მთავარია ინტერნეტი გვქონდეს. თუმცა ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინტერნეტის გარეშეც.   გავუგზავნოთ მოსწავლეებს, როგროც ჩვენი შექმნილი ისე მზა მასალები და ბმულები.
  •  გავაკეთოთ სასწავლო კურსის ორგანიზება, მოვუყაროთ  მასალებს თავი, განმეორებით  გამოვიყენოთ  ახალი სიტუაციის და გარემოებების გათვალისწინებით.  
  •     მოვახდინოთ ეფექტური კომუნიკაცია და უკუკავშირი,  საშინაო დავალების შესრულებაზე კონტროლი.
  •   შევქმნათ ტესტები  გადავუგზავნოთ მოსწავლეებს  და  ავტომატურ რეჟიმში მივიღოთ შედეგების ანალიზი შესაბამისი დიაგრამებითა და სტატისტიკით. მოვახდინოთ მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტიკა სასურველი მიმართულებებით
  •  გამოვიყენოთ ტექსტური დავალებების გასწორების ინსტრუმენტები.
  • სასწავლო პროცესში გამოვიყენოთ მოსწავლეთა სმარტ ფონები,  რომლებიც ერთგვარ „თავის ტკივილად „ გადაექცათ სკოლებს უკანასკნელ პერიოდში.
  •      ყველა მასალა ავტომატურ რეჟიმში  შეინახოს  Google Drive-ის ონლაინ საცავში.
  •   თავის მხრივ მოსწავლეებს საშუალება აქვთ შესრულონ დავალებები როგორც შინ ასევე სკოლის პერიოდში კომპიუტერულ ლაბორატორიაში.



    Google Classroom-ის გამოყენების  საინტერესო მაგალითია   დოკუმენტებზე ერთობლივად მუშაობის პრაქტიკა, როცა ყველა მოსწავლე ერთად ერთ დოკუმენტში  შეიმუშავებს გაკვეთილზე ქცევის წესებს. მოსწავლეთა ნაშრომების დისტანციური სისტემა ე.წ. გადახედვის რეჟიმში.  Google. Mapის – გამოყენება,  როცა მოსწავლე ამ თუ იმ მოვლენას თუ პიროვნების ბიოგრაფიას აკავშირებს დროსთან და სივრცესთან   რუკის კონკრეტულ მონაკვეთზე საინფორმაციო მარკერის დამატებით,  რაც თავის მხვრივ  კონსტრუქტივისტული  სწავლების კარგი მაგალითია. 
    უკვე მეორე   წელია სკოლაში მიმდინარეობს დისტანციური სწავლების სისტემის  Google Classroom-ის დანერგვა . აღნიშნულის გამოყენებამ გააფართოვა თითოეული პედაგოგის და მოსწავლის შესაძლებლობები, უფრო საინტერესო და მრავალმხრივი გახდა სასწავლო პროცესი.  Google Classroom-ი აგრეთვე გამოყენებული იქნა სკოლის მართვის, შიდა კომუნიკაციის გამარტივებისათვის და ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში.
         დასკვნის სახით აღვნიშნავ, რომ  პროგრამის ნაცნობი ინტერფეისი, რომელიც რაღაცით სოციალურ ქსელს მოგვაგონებს სიახლეების  ლენტის პრინციპით მოსახერხებელია მოსწავლეებისთვის.  დავალების შესრულება უფრო საინტერესო ხდება, იზრდება მოტივაცია და  ნდობა  სასწავლო პროცესისადმი. მშობლებიც უფრო  ხშირად ინტერესდებიან და ეხმარებიან შვილებს დავალების მომზადებაში.  იზრდება ჩართულობის ხარისხი.      

       

Комментариев нет:

Отправить комментарий