თანამედროვე ტექნოლოგიები

ღრუბლოვანი ტექნოლოგიები

      

  ღრუბლოვანი ტექნლოგიების გამოყენების იდეა ახალი არ არის მაგრამ ის განსაკუთრებულ აქტუალურობას უკანასკნელ პერიდში იძენს, მას შემდეგ რაც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ფართო მასებისათვის გახდა ხელმისაწვდომი. 
     მაინც რა არის ღრუბლოვანი ტექნოლოგია?  თავისთავად ეს ტექნოლოგია რთულია და მრავალ ნიუანსს მოიცავს თუმცა ჩემი აზრით მისი მთავარი არსის მარტივ გასაგებ ენაზე გადმოცემაც შეიძლება. თუ თანამედროვე კომპიუტერების უმრავლესობაში ესა თუ ის პროგრამა ჩაწერილია და გაშვებულია საკუთრივ კომპიუტერში, ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია პროგრამაც  ჩაწერილ იქნას სადღაც გარე სერვერზე “ღრუბლებში“ და გამოთვლებიც იმავე „ღრუბლებში იქნას წარმოებული“, შესაძლებელია აგრეთვე ქსელში ჩართული მრავალი კომპიუტერის გამთვლითი ძალა იქნეს გაერთიანებული და გამოყენებული  სხვადასხავა ამოცანების გადასაჭრელად.   ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენების კლასიკური მაგალითია სოციალური ქსელები   facebook და  google+,  Youtube.  ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა დოკუმენტების ცენტრალიზებულად შენახვისა და სინქრონიზაციის სერვისები ე.წ. “ღრუბოლოვანი ჩიპი“. ამ მიმართულებით გამოვყოფდი მიკროსოფტის skydrive და google დისკს თავიანთი ვებ აპლიკაციების მხარდაჭერით. თუმცა დეტალური აღწერისთვის მოვიყვან dropbox-ის მაგალითს, რომელიც გამოირჩევა სიმარტივით საიმედოობით და რაც მთავარია თითქმის ყველა ცნობილი მოწყობილობისა და ოპერაციული სისიტემის მხარდაჭერით.
  dropbox-ის გამოყენებისათვის  აუცილებელია დავრეგისტრირდეთ სერვერზე www.dropbox.com  ამის შემდეგ შეგვიძლია სერვისით ვისარგებლოთ ონლაინ რეჟიმში, თუმცა გაცილებით მოსახერხებელია პროგრამის კომპიუტერზე ან სმარტფონზე დაინსტალირება. კომპიუტერში გაჩნდება ცალკე საქაღალდე, რომელშიც შენახული ნებისმიერი დოკუმენტის სინქრონიზება ხდება ონლაინ ღრუბლოვან საცავში. ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია წვდომა გაქვთ თქვენს ნებისმიერ დოკუმენტთან, რომელიც dropbox-შია განთავსებული. შესაძლებელია ერთიდაიგივე აქაუნთით რამდენიმე კომპიუტერზე დავაინსტალიროთ პროგრამა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, სამსახურში მუშაობთ რაღაც დოკუმენტზე, რომლის დასრულებაც ვერ მოასწარით და ამის შემდეგ ეს დოკუმენტი გხვდებათ სახლის კომპიუტერში  საშუალება გეძლევათ დაასრულოთ იგი ყოველგვარი ჩიპისა და სხვა დამატებითი მოწყობილობების გარეშე. აგრეთვე შესაძლებელია ნებისმიერი დოკუმენტის, ნებისმიერი საქაღალდის ინტერნეტ სივრცეში გაზიარება. სერვისი საშუალებას გვაძლევს სხვა მომხმარებლებთან შევქმნათ საზიარო საქაღალდეები და ვიმუშაოთ ერთობლივ დოკუმენტებზე.

       ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენება

     მაგალითისთვის აქ ავღწერ იმას თუ როგორ გამოვიყენეთ ეს ტექნოლოგია პროექტ "ინოვაციურ ბიბლიოთეკაში".  ჩვენ შემთხვევაში გამოვიყენეთ მიკროსოფტის SkyDrive. პროექტში მონაწილე თითოეული მოსწავლე თუ პედაგოგი დარეგისტრირდა  და შექმნა თავის  SkyDrive -ის  ექაუნთი  (მისი გამოყენებაც შესაძლებელია  მიკროსოფტის სხვა სერვისებშიც). დამატებით  შევქმენით ერთი ექაუნთი პროექტისათვის,  რომელშიც შევქმენით საზიარო საქაღალდე.  მოვახდინეთ საქაღალდის გაზიარება პროექტის მონაწილეებთან, გაზიარება შესაძლებელია რედაქტირების უფლებითაც.  SkyDrive-ს აქვს ქართული ენის მხადაჭერა, ამასთან მასში ინტეგრირებულია შეტყობინების სერვისიც (მესენჯერი),  რაც  კიდევ უფრო ამარტივებს პროცესს.  
Добавьте подпись
  ასეთნაირად გამოიყურება  SkyDrive -ის გაზიარებული საქაღალდე.  საქაღალდეში განთავსებულია მოსწავლეთა ნაშრომები, ჩვენს შემთხვევაში ელექტონული წიგნები. მოსწავლეებს საშუალება აქვთ საზიარო საქაღალდეში განათავსონ და გააზიარონ      ფაილები, როგორც სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიიდან ასევე სახლიდანაც, თითოეულ მათგანს სახლის კომპიუტერზე დაინსტალირებული აქვს SkyDrive -ი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ პროგრამის ონლაინ ვერსიაც.  ნაშრომების საბოლოო გადამოწმებული ვერსია გაზიარებული გვაქვს ფეისბუკითაც,სადაც ჩავსვით შესაბამის საქაღალდის  ბმული. 

CALIBRE

     calibre - E-book management - ეს არის უფასო  პროგრამა,  რომელიც საშუალებას გვაძლევს ტექსტები გარდავქმნათ ელექტრონული წიგნის სხვადასხვა ფორმატში. ან არსებულ წიგნებს შეუცვალოთ ფორმატი. პროგრამით შეასაძლებელია გავაკეთოთ სარჩევი, დავყოთ წიგნი თავების,  ნაწარმოებების, ტომების მიხედვით.  გარდაქმნილი   წიგნები შესაძლებელი ჩავტვირთოთ, როგორც  ელექტრონულ წამკითხველებში, ასევე პლანშეტებში, სამარტფონებსა თუ კომპიუტერებში.  სწორედ ეს პროგრამა  გამოვიყენეთ ზემოთხსენებულ  სასკოლო პროექტში ელექტრონული წიგნების დასამუშავებლად და გარდასაქმნელად. 


ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექცია

    სასწავლო მიზნებისთვის ხშირად მნიშვნელოვანია, ინტერნეტში ღია რესურსების არსებობა ისეთის როგორიცაა მაგალითად  wikipedia.    ამ მხრივ ქართული რესურსებიდან ფასდაუდებელია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლითეკის ციფრული კოლექცია. ძირითადად სწორედ ამ რესურსის გამოყენებით შევძელით შეგვევსო სკოლის ბიბლიოთეკა ელექტრონული წიგნებით.  მოსწავლეები ნახულობონ მისთვის საინტერესო ნაწარმოების ტექსტს,  აკოპირებენ ამ ტექსტს ბუფერში და შემდეგ ჩასმის  ხერხით  გადააქვთ   ცარიელ ტექსტურ დოკუმენტში  (დოკუმენტი აუცილებლად უნდა შეინახოს უნიკოდ ფორმატში რათა ქართული ასოები გამოჩნდეს).  ამ ფორმატში ჩაწერილ ნაწარმოებს ელ. წამკითხველების (რიდერების) უმრავლესობა კითხულობს  თუმცა გაცილებით უმჯობესია წიგნის უფრო გავრცელებულ ფორმატებში გადაქმნა ამისათვის კი ვიყენებთ ზემოთხსენებულ calibre - E-book management-ს.









































Комментариев нет:

Отправить комментарий