ინოვაციური ბიბლიოთეკა
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ბლოგი
суббота, 15 июля 2017 г.
вторник, 18 ноября 2014 г.
четверг, 21 ноября 2013 г.
სასკოლო პროექტი ინოვაციური ბიბლიოთეკა
საზოგადოებაში
პროგრესთან ერთად ყოველთვისაა შიში სიახლის
მიმართ. მაგალითად მშობლები და პედაგოგები
შიშით უყურებენ იმას (ნაწილობრივ სამართლიანადაც ), რომ ბავშვების უმრავლესობა წიგნებს და სწავლას კომპიუტერს
ამჯობინებს.
რა მოხდება თუ ამ „ საშიშროებას “ , სწორედ „ საშიშროებით “ გამოწვეული პრობლემის გადასაჭრელად
გამოვიყენებთ.
პროექტის აქტუალურობა
პროექტის აქტუალურობა
თანამედროვე
სკოლის ძირითადი პრობლემაა, ის რომ ბავშვები ნაკლებად კითხულობენ
მხატვრულ ლიტერატურას და ზოგადად წიგნებს. დაბალია წიგნიერების დონე. პედაგოგების უმრავლესობის
აზრით, ამაში დამნაშავეა თანამედროვეობის ისეთი საშუალებები, როგორიცაა: ტელევიზორი, კომპიუტერი,
პლანშეტი, სმარტფონი, ინტერნეტი და
ა.შ. მეორეს
მხრივ არავინ დაობს იმაზე, რომ წიგნის და ზოგადად კითხვა აუცილებელია პიროვნების ფორმირებისათვის,
ჰარმონიული განვითრებისათვის.
სწავლების
თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიუხედავად , მაინც არ არის საკმარისად ჩამოყალიბებული
სასწავლო გარემო, პრობლემატურია საკლასო ოთახში კონცენტრირებული ერთფეროვანი გაკვეთილები, რომლებიც ნაკლებადაა მორგებული მოსწავლეთა
ინტერესებზე. აუცილებელია მოიძებნოს კომპრომისი მოსწავლეთა გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ ინტერესებს შორის.
სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტას შეეხება
ჩვენი სასკოლო პროექტი.
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანი:
- მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის გაღვივება და პოპულარიზაცია.
- შემოქმედებითი უნარების განვითარება.
- თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების შესწავლა.
- თანამშრომლობითი, ჯგუფთან მუშაობის უნარების განვითარება.
- კონსტრუქტივისტული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება.
მეთოდები
და პროცესის მოკლე აღწერა
სასკოლო ბიბლიოთეკის ბეჭდური წიგნების
პარალელურად, მოსწავლეებს შევთავაზეთ
ისეთი მოწყობილობა, როგორიცაა ელექტრონული წამკითხველი- რიდერი, (პროექტის ფარგლებში
სკოლამ შეიძინა რამდენიმე რიდერი) რომელიც თანამედროვეა, ძალიან გავს მათთვის საყვარელ
ელექტრონულ მოწყობილობებს და რომლის ძირითადი დანიშნულებაა წიგნის კითხვა.
ელექტრონული
წიგნები, რომლებიც წამკითხველშია ჩატვირთული, შესაძლებელია დამზადებულ იქნას სპეციალური
კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით, ინტერნეტში ლეგალურად მოპოვებული ტექსტებით, რომლთა გაზიარება და გაცვლა მარტივია ინტერნეტის
საშუალებით; მითუმეტეს ბავშვებს
ძალიან უყვართ ინტერნეტით ერთმანეთთან ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა, სოციალური ქსელების
გამოყენება. შესაბამისად ვიფიქრეთ მოსწავლეთა მონაწილეობით შეგვექმნა ელექტრონული წიგნების
ბანკი და ისეთი კონსტრუქტივისტული, შემოქმედებითი
გარემო, სადაც მოსწავლეები მათთვის საყვარელი
კომპიუტერებით, ინტერნეტ სივრცეში მოპოვებულ
მასალებს გარდაქმნიან ელექტრონულ წიგნებად და შემდეგ ინტერნეტის მეშვეობით, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების
გამოყენებით, ათავსებენ საერთო საცავში და უზიარებენ ერთმანეთს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)